Logo

ელენე ხოშტარია - რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის, მას არ გააჩნია თანხმობა

პოლიტიკა
163
Frontnews image description

ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ ბრძანდებოდა ჩემთან „კაპეზეზე“. გავაგდე ოთახიდან. ახლა კი გავიგე, რომ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.

"ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ ბრძანდებოდა ჩემთან "კაპეზეზე“. წუთიც არ დამჭირდა მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან. ახლა კი გავიგე, რომ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.

ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.

პს. ეს ვინმე ბენია იმავეს აკეთებდა სინდისის პატიმრებთან გლდანში. იქიდანაც გამოაბუნძულეს. ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც”, - წერს ელენე ხოშტარია.

Advertisement