
ავტორი
Front News საქართველო
სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში მე შიმშილობას არ ვწყვეტ, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას,
“მიხეილ სააკაშვილმა ეს შანსი გამოიყენა, მან გადადგა ეს ნაბიჯი, მან ჩამოაყალიბა ძალიან მკვეთრი პოზიცია. ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული მოთხოვნების დათქმით. ეს არის სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა. ასევე მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს ჩემს მიმართ მომართული სიტყვებისთვის. მე მესმის და ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი. ამასთანავე, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია ვინმეს მითითებით, გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით. – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს რისკის ქვეშ. დღეს კიდევ ერთელ ძალიან კონკრეტული გარემოებებით.
სტრასბურგის მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით “ქართული ოცნების” ხელშია უკვე საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვის, დღესვე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგის პოზიციის შესაბამისად.
სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში, მე შიმშილობას არ ვწყვეტ”, – განაცხადა ხოშტარიამ.
დღეს ელენე ხოშტარიას შიმშილობის მეცხრე დღეა, მიხეილ სააკაშვილი კი უკვე 42დღეა, შიმშილობს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს