
ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ 7 საათზე შევიკრიბოთ ისევ, მოვიდნენ აქ და გავაცნობთ შემდგომ ნაბიჯებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თსუსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, პროტესტის ეს კერა შენარჩუნდეს.
“პირველ რიგში, ეს კერა უნდა შევინარჩუნოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აქ მოწყობილი გვაქვს სრული ინფრასტრუქტურა, ვიქნებით და ფეხს არ მოვიცვლით აქედან. ჩვენ ასევე, დაორგანიზებული გვაქვს, რომ ვინც დაიღალა, ჰქონდეს დასვენების საშუალება და მერე მოვიდეს უკან.
საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ 7 საათზე შევიკრიბოთ ისევ, მოვიდნენ აქ და გავაცნობთ შემდგომ ნაბიჯებს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია “დაიბრუნე ხმა” გუშინ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა რუსთაველიდან მსვლელობით თსუ-ისკენ გადაინაცვლეს და ღამე კარვებში გაათენეს. საპროტესტო აქცია ახლაც გრძელდება. მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახალი დანიშვნაა.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს