
ავტორი
Front News საქართველო
კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვის ხეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.
“ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე.
ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა 33 ქართველი ჯარისკაცი.
მადლობა იდეისთვის გულიკო ზუმბაძე.
დიდება გმირებს”, – წერს ელენე ხოშტარია.
3 დეკემბერს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს