ელენე ხოშტარია – შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე

ავტორი
Front News საქართველო
შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მორიგი პოლიტიკური დაკავებები “ქართული ოცნებისთვის” მშვიდად არ ჩაივლის.
მისივე განმარტებით, ოპოზოცია მზადაა პოლიტიკური მართლმასაჯულების წინააღმდეგ ნაბიჯები ერთდოულად გადადგან.
“ვხედავთ, რომ მიმდინარეობს აბსოლუტურად პოლიტიზირებული სასამართლო პროცესები, რომელიც ჩვენი მოლოდინით მორიგი დაკავებებით დამთავრდება. შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახალ წელს ან სხვა რამე ბარიერებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი მშვიდად ჩაატარონ, გარანტიას ვაძლევთ, რომ ეს არც შეუმჩნევლად, არც ურეაგიროდ და არც მშვიდად „ქართული ოცნებისთვის“ ნამდვილად არ ჩაივლის”, – განაცხადა ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია




