ელენე ხოშტარია – სრული მხარდაჭერა ეკა გიგაურს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”


ავტორი
Front News საქართველო
სრული მხარდაჭერა ეკა გიგაურს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” და ყველა იმ ორგანიზაციას, ადამიანს, რომელიც ჩვენს არჩევანს 26 ოქტომბერს დაიცავს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, “რუსული კანონი” აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს.
“გვინდა, არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებას გამოვეხმაუროთ. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, “რუსული კანონი” აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. თუმცა “ქართული ოცნება” ვერ ხვდება, რომ ყოველ ჯერზე “რუსული კანონის” ინიციირების, რეპრესიების, დაშინების ზუსტად საპირისპირო ეფექტი მიიღო – შეკრული საზოგადოება, ღირსეული საზოგადოება, რომელიც ერთად ევროპული არჩევანის სადარაჯოზე დგას. ზუსტად, ასე ხდება ახლაც. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღირსეული განცხადება “საერთაშორისო გამჭვირვალობის”, რომელიც როგორც “რუსულ კანონთან” დაკავშირებით ისე ახლაც ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ რუსულ მექანიზმებს არ აღიარებენ და მათ გამონახული აქვთ გზა, თუ როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს და ისინი აუცილებლად, არჩევნებს დააკვირდებიან. სრული მხარდაჭერა ეკა გიგაურს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” და ყველა იმ ორგანიზაციას, ადამიანს, რომელიც ჩვენს არჩევანს 26 ოქტომბერს დაიცავს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.
თაგები:


“საერთაშორისო გამჭვირვალობა” – საქართველოს მთავრობა ხშირად იყენებს საერთაშორისო რეიტინგების არასწორ ინტერპრეტაციას

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” – საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია

ელენე ხოშტარია – ან საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს დეტალურ განმარტებას, ან ის იქნება ლეგიტიმურად ეჭვმიტანილი რუსეთთან და ირანთან კრიმინალურ თანამშრომლობაში