Logo

ელენე ხოშტარია - წინასწარ იცოდნენ მათ განაჩენი, ეს კადრები უკვე წასულია დასავლეთში ჩვენს პარტნიორებთან

პოლიტიკა
4 საათის წინ / 21:47
206
Frontnews image description

დილიდან შეკრებილი პოლიცია ვნახეთ, წინასწარ იცოდნენ მათ განაჩენი, ეს კადრები უკვე წასულია დასავლეთში ჩვენს პარტნიორებთან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძემ თავსატეხი გაუჩინა სისტემას.

"დილიდან შეკრებილი პოლიცია ვნახეთ. წინასწარ იცოდნენ მათ განაჩენი. ეს კადრები უკვე წასულია დასავლეთში ჩვენს პარტნიორებთან. 

ზურამ გააშიშვლა მოსამართლე, რომელმაც დაარღვია ევროპული კონვენცია და დაცვის გარეშე დატოვა ზურა. ასე ინჯღრევა სისტემა და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. დღეს ზურას ეკუთვნის მადლობა ამ ბრძოლისთვის.

ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ, ეს გზა აირჩია ზურამ, გვარამიამ, ოქრუაშვილმა. ეს გზა კომისიაზე არგამოცხადების საფრთხის მიუხედავად, აირჩიეს სხვა ლიდერებმაც, ვინც თუნდაც გირაო გადაიხადა. ზურამ კიდევ უფრო გაამწვავა ეს გამოწვევა და თავსატეხი გაუჩინა "ოცნებას". 

დღეს ზურა უკვე ბავშვებთან გამომშვიდობებული მივიდა პროცესზე. მან ეს ყველაფერი იცოდა და თავსატეხი გაუჩინა სისტემას.  დღეს მობილიზებული ჯარი არის სისტემის თავსატეხი, რომ ამხელა მობილიზება სჭირდებათ.

მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ილუზია ჰქონდა, რომ ეს არ არის დიქტატორული რეჟიმი და პოლიტიკური პრობლემა აქვთ პარტიებს და "ოცნებას", ახლა ბევრისთვის თვალსაჩინოა, რომ დაგვაფიქროს, ასეთ საქართველოში ცხოვრებას ვაპირებთ თუ არა. მე ვამაყობ ჩემი თანამებრძოლებით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

Advertisement