
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” საზრუნავი საკითხი, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, ოპოზიციის შემდგომი მოქმედებები დამოკიდებულია ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე.
“მიხეილ სააკაშვილი საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” საზრუნავი საკითხი. იქნება ერთობა, ამ ერთობაში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას და აუცილებლად გავაკეთებთ, გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს. აქ არ არის ბევრი დრო და ვერ გაჭიანურდება ეს პროცესი.
ჩვენი ერთობლივი მოქმედებები საბოლოო ჯამში, დამოკიდებული იქნება იმ სცენარზე, ივანიშვილი რასაც გადაწყვეტს. უკან დახევას, შეგუებას, დაქსაქსვას, ჩვენ არ ვაპირებთ. გადაწყვეტს რადიკალიზაციას ბიძინა ივანიშვილი? ჩვენ ვართ ერთად, ვართ შეკრულები, არ ვიქნებით დაქსაქსულები და აუცილებლად იქნება ადეკვატური მოქმედებები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებელის“ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერები მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამართეს.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს