Logo

ელენე ხოშტარია – უნდა შევთანხმდეთ, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, სასამართლო გადაწყვეტს, ვინ როგორ დასაჯოს

პოლიტიკა
08.12.2021 / 23:01
Frontnews image description

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ,  რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში,  სასამართლო გადაწყვეტს, ვინ როგორ დასაჯოს – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ეროვნულ შერიგებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შერიგება უნდა მოხდეს გარკვეულ პრინციპებზე შეთანმებით და ეს პირველ რიგში საზოგადოების გამთლიანებით უნდა დაიწყოს. 

 

“საზოგადოების დაკვეთა როცა იქნება არა ის, რომ მე შენი სისხლი მწყურია, არამედ ის,  რომ მე სამართალი მწყურია, შესაძლებელი იქნება შერიგება.  მე რაც არ უნდა მივიდე ახლა კობახიძესთან ხელი ჩამოვართვა და ვუთხრა, რომ მოდი,  შევრიგდეთ, ეს იქნება სიყალბე, იმიტომ რომ კობახიძე დგას სუს-ით ხელში და მე ვარ ცარიელი ხელებით ქუჩაში მებრძოლი”- განაცხადა ხოშტარიამ. 

 

მისივე თქმით, პარლამენტში შიმშილობის დროს, როდესაც მასთან “ქართული ოცნების” წევრები შედიოდნენ, გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლებელია ურთიერთპატივისცემა. 

“ჩვენი საუბარი იმ  დროისთვის იყო ხიდების გადება და არა ერთმანეთის კუთხეში მიყენება. მე არ დავმალავ, რომ იქეთა მხრიდანაც იყო პატივისცემით საუბარი.  მე ვიგრძენი ის წამი, როდესაც ყველაზე უკიდურეს დაპირისპირებაშიც შენ შეგიძლია გარკვეული ძაფი და ხიდი გააბა. ჩვენ და “ოცნება” ვერ ვიქნებით შერიგებულები იმ თვალსაზრისით, რომ ჩავეხუტებით ერთმანეთს, მაგრამ ოპოზიციამ აქ უნდა ძალიან ივაჟკაციოს და ბევრი რამ გააკეთოს.  ის უფსკრული,  რომელიც გააჩინა ამ პოლიტიკურმა ცხოვრებამ, ეს უნდა ამოვავსოთ და კი არ შეგვიყვარდეს ჩვენ ერთმანეთი, პატივი ვცეთ ჩვენ ერთმანეთს. ეს არის სრულიად შესაძლებელი და აქ მაგალითი უნდა მისცეს ოპოზიციამ, სამწუხაროდ, მე “ქართულ ოცნებაში” ამ რესურს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები