ელენე ხოშტარია – ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას და სანამ არ გადაიყვანენ, არაფერს არ გადავისხამ


ავტორი
Front News საქართველო
სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ, – ამის შესახებ “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს.
“გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.
დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.
ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.
მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში.
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრაფოდ!”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FEKhoshtaria%2Fposts%2F6783279985023213&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”316″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
