ელენე ხოშტარია - ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვაგრძელებთ ბრძოლას, ვიბრძოლებთ ზუსტად იმ პრინციპებით, რის გამოც ზურა ჩაჯდა ციხეში 7 თვით

ავტორი
Front News საქართველო
ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვამაყობთ იმ ხალხით, ვინც სისტემას ებრძვის ართანამშრომლობით, არაღიარებით და მათ ამის გამო, უწევთ თავისუფლების შეზღუდვა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება ამ ეტაპზე 7 თვით.
"მონა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გადაწყვიტა და გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება ამ ეტაპზე 7 თვით. პირველ რიგში, ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვამაყობთ იმ ხალხით, ვინც სისტემას ებრძვის ართანამშრომლობით, არაღიარებით და მათ ამის გამო, უწევთ თავისუფლების შეზღუდვა.
ჩვენ აქ ვაგრძელებთ ბრძოლას. ვიბრძოლებთ ზუსტად იმ პრინციპებით, რის გამოც ზურა ჩაჯდა ციხეში 7 თვით.
დღეს ველოდებით სხვადასხვა განაჩენს, არ ვიცით, სისტემა რა ტაქტიკას აირჩევს, რას ჩახლართავს.
მინდა მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში, არ აქვს მნიშვნელობა რაში განსხვავდებოდა ჩვენი აზრები ტაქტიკურ საკითხებზე. დღეს არის ერთიანობის, არ თანამშრომლობის, არ აღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, არის პრინციპულობა და ერთად დგომა.
გიორგი ვაშაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ვუსურვებ, არ მოუწიოთ ციხეზე გადიოდეს მათი ბრძოლის გზა, მთავარია, ყველა ერთად დავდგეთ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
თაგები:
ელენე ხოშტარია




