Logo

ელენე ხოშტარია - ვიმედოვნებ, "ლელოსთან", პრეზიდენტთან და ოპოზიციურ ყველა პარტიასთან ერთად დავხურავთ ამ ფურცელს და დაიხურება ყალბი არჩევნების თემა

პოლიტიკა
346
Frontnews image description

ერთიანობას აქვს გამოწვევა - თვითმმართველობის ე.წ. არჩევნები. ამიტომ, ვიმედოვნებ, პარტნიორებთან, "ლელოსთან", პრეზიდენტთან და ოპოზიციურ ყველა პარტიასთან ერთად დავხურავთ ამ ფურცელს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობით ჩამოიშლება რეჟიმი.

"კოალიციისა და ჩვენი უკანონო პატიმრობაში მყოფი პატიმრის სახელით მინდა მივმართო საზოგადოებას. 

"კოალიცია ცვლილებებისთვის" არის ერთ მუშტად შეკრული და აგრძელებს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან. ნიკა მელიამ, ზურა ჯაფარიძემ და ნიკა გვარამიამ პრინციპული გადაწყვეტილებით, რომ არაფრის ფასად არ ითანამშრომლონ რეჟიმთან, ისინი დღეს არიან პატიმრობაში. ჩვენ ვნახეთ, რომ ზურამაც და მელიამაც ამხილა კიდევ ერთხელ სისტემა, ნიკა გვარამია თავისი ფეხით მივიდა, რაც ისტორიას შემორჩება, როგორც წარმოუდგენელი ფაქტი. 

მე მინდა ჩვენი დამოკიდებულება ამის მიმართ კარგად იცოდეს საზოგადოებამ - ეს არის ბრძოლის ნაწილი იმიტომ, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა აძლიერებს ამ რეჟიმს, შესაბამისად, ისინი შიგნიდან, ჩვენ გარედან ვაგრძელებთ ამ ბრძოლას. 

პრინციპული ბრძოლა დგას რამდენიმე რამეზე - საერთო ეროვნული პროტესტი, რომელიც უნდა გაძლიერდეს, ყველა აქტივისტმა და პოლიტიკურმა პატიმარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კოალიცია არის მათ გვერდში, მეორე - ეს არის პოლიტიკური ერთიანობა რეჟიმთან ართანამშრომლობის გარშემო. ამ ერთიანობას აქვს გამოწვევა - თვითმმართველობის ე.წ. არჩევნები. ამიტომ, ვიმედოვნებ, პარტნიორებთან, "ლელოსთან", პრეზიდენტთან და ოპოზიციურ ყველა პარტიასთან ერთად დავხურავთ ამ ფურცელს და დაიხურება ყალბი არჩევნების თემა და ვიქნებით ერთიანები. სწორედ ამ ართანამშრომლობით მივაღწევთ, როგორც შიდა, ისე გარე ზეწოლას, რაც ჩამოშლის რეჟიმს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Advertisement