ელენე ხოშტარია - ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასუხისმგებლობა


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტად ამ ეტაპზე, რადგან, ვიდრე "ოცნება" შეტევაზეა, ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს, – ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
"კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზე, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე.
ჩემი შიმშილობა არის განაცხადი:
ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება, ჩემი მხრივ, მე ასე დავაფიქსირე;
ბრძოლის სწორი სტრატეგია, ჩემი აზრით:
ერთობა რეჟიმთან ართანამშრომლობის იდეის გარშემო; ე.წ. არჩევნების დელეგიტიმაცია; პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა; პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით.
პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან, სანამ „ოცნება“ შეტევაზეა, ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.
პრეზიდენტმა ეს სიცხადე 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა – არანაირი მოგონილი არჩევნები.
მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩნენ პარტიები, ვინც არ დააფიქსირეს და მე ველოდები ამ პოზიციას.
შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.
ჩემს ძვირფას მეგობრებს „ლელოდან“ კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით არათუ მეგობრებთან, არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს.
ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასუხისმგებლობა“, – წერს ელენე ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს