ელენე ხოშტარია – ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, მის პარტიას და მზად ვარ ჩავერთო ყველა საპროტესტო მოქმედებაში


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის არც მხოლოდ მისი ოჯახის ან მისი პარტიის საკითხი, მე ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას მის ოჯახს, მის პარტიას და მზად ვარ ჩავერთო ყველა საპროტესტო მოქმედებაში, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სადისტური განცხადებები შეურაცხყოფს ზოგადად ადამიანს და ზიანის მომტანია ქვეყნისთვის.
“მე თავად მაქვს გავლილი შიმშილობის შემდგომი პერიოდი და ზუსტად ამ ეტაპებს გავდიოდი, რაც არის საკვების მიუღებლობა. ეს არ არის კაპრიზი, ეს არ არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს არის კონკრეტულად შიმშილობის შემდგომი გართულება, რაც დაკავშირებულია ასევე მკურნალობის არარსებობასთან.
მეორე, რასაც ჩვენ ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც პირველ რიგში შეურაცხყოფს თავად მის მთქმელს, შეურაცხყოფს ზოგადად ადამიანს და შეურაცხყოფს ქვეყანას, როდესაც პრაქტიკულად ადამიანის წამების პირობებში, შენ უბრალოდ სადისტურ განცხადებებს აკეთებ. ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
ჩვენ არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც ნებისმიერი ადამიანის წამებას, ცუდად ყოფნას მთავრობის მხრიდან აქვს ასეთი სადიზმით გამოხმაურება, ჩვენი ყველას პრობლემა უნდა იყოს მისი უფლებების ასეთი შელახვა.
მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის არც მხოლოდ მისი ოჯახის ან მისი პარტიის საკითხი.
მე ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას მის ოჯახს, მის პარტიას და მზად ვარ ჩავერთო ყველა საპროტესტო მოქმედებაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


ელენე ხოშტარია – ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ასევე ჩემ ჯანმრთელობაზე, არის “ქართლი ოცნება”

ელენე ხოშტარია – ყველანირი კომპლექსის გარეშე მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი

გიორგი ვაშაძე – თუ ვინმეს რამე პირობები სჭირდება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მზად ვარ მეც დავდგე გარანტად