ელენე ხოშტარია – ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ჩემთვის სასიამოვნო იყო, ახლა ახალი ეტაპია


ავტორი
Front News საქართველო
ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ჩემთვის სასიამოვნო იყო. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპოზიციამ ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ და გავაგრძელოთ ბრძოლა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
“სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი.
ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად იყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, “დროა“ – არა.
წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს“, – წერს ელენე ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია – ნიკა გვარამიასა და გიორგი ვაშაძესთან ერთად ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით

გიორგი გახარია – რაც შესაძლებელი იყო და სადამდეც შესაძლებელი იყო, მანამდე ვაკეთებდი, როდესაც შეუძლებელი გახდა, კი წამოვედი

გიორგი ქობულია – ჩემსა და გახარიას შორის ნდობა არ შედგა, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე ნომრად უნდა ვყოფილიყავი, დღეს დილით რომ ვნახე, სხვა სია იყო