
ავტორი
Front News საქართველო
“დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ პროტესტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მთავარია მიხეილ საკაშვილმა განაცხადოს თანხმობა გორში გადაყვანაზე.
“გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები და ფრთხილები ამ ვითარებაში როდესაც არის დიდი მღელვარება საზოგადოებრივი და როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე, სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება რომ შესულიყო და სწრაფად გამოეტანა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შესახებ ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით გადაყვანის პროცესთან დაკავშირებით ,ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ ეს უნდა იყოს ლეგიტიმური ადვოკატთან ერთად, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და მშვიდობიანი პროცესი.
მე ველოდები ექიმს, რეაბილიაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს