ელგუჯა ხოკრიშვილი - გაფართოების ტალღა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო, წინ მიიწევს და ჩვენ ამ პროცესის მონაწილე არ ვართ

ავტორი
Front News საქართველო
როცა ეს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილი არის, თვითონ გაფართოების ტალღა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო, ახალ მეთოდოლოგიასა და მოცემულობაში წინ მიიწევს და ჩვენ ამ პროცესის მონაწილე არ ვართ, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკასთანაა თანხვედრაში.
"როცა ეს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილი არის, თვითონ გაფართოების ტალღა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო, ახალ მეთოდოლოგიასა და მოცემულობაში წინ მიიწევს და ჩვენ ამ პროცესის მონაწილე არ ვართ.
თავი იმას, რომ დავანებოთ, თუ რამხელა სარგებელს კარგავს არა მარტო ქვეყანა, არამედ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მხოლოდ 49-50%-ით იყო ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში, მას შემდეგ ვხედავთ, რომ საგარეო პოლიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკასთანაა თანხვედრაში", - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს. არსებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშიც, რომელიც, როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, იქნება გრძელი და არსებითი დოკუმენტი.
თაგები:
ელგუჯა ხოკრიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


