ელგუჯა ხოკრიშვილი - სამწუხაროდ, გერმანულ-ქართული ურთიერთობები არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე, ასეთი სამარცხვინო პერიოდი არ გვქონია


ავტორი
Front News საქართველო
ასეთი სამარცხვინო პერიოდი არ გვქონია. ევროინტეგრაცია შეიძლება აღარ იყოს ხელშესახები და ეს ძალიან მოკლე დროში მოხდება, თუ ამ მოცემულობას არ შევცვლით, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანულ-ქართული ურთიერთობები არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე.
"მივედით იქამდე, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, გერმანულ-ქართული ურთიერთობები არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე. ასეთი სამარცხვინო პერიოდი არ გვქონია. ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი შეტევა არის, როგორც ამ ქვეყნის უმაღლეს დიპლომატიურ წარმომადგენელზე, ისე თვითონ სახელმწიფო მინისტრებზე და გერმანულ ელიტებში "დიფ სთეითს" ეძებენ.
აქ მარტო გერმანია არ არის, ფაქტობრივად, ეს ეხება ევროკავშირის წევრ 27 ქვეყნის წარმომადგენლებს. ქვეყანა არის სრულ იზოლაციაში და თუ დროულად არ იქნება ცვლილებები, შეიძლება ითქვას, რომ ევროინტეგრაცია შეიძლება აღარ იყოს ხელშესახები და ეს ძალიან მოკლე დროში მოხდება, თუ ამ მოცემულობას არ შევცვლით.
რაც შეეხება გერმანიაში საქართველოს ახალ ელჩს, ვერანაირი საკადრო ცვლილება არსებულ მოცემულობას ვერ შეცვლის. სახელს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების როლში ყოფნას მტერს არ ვუსურვებ. რა გზავნილი უნდა მიიტანონ სახელმწიფოში, რომ ჩვენ ევროინტეგრაცია გვინდა ჩვენი წესებით? ავტორიტარული მმართველობით? კორუფციით?
ქართულ-გერმანული ურთიერთობა ბოლო პერიოდში დაფუძნებული იყო ფასეულობებზე, გერმანია მხარს გვიჭერდა ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაში. ერთადერთი, რაც ჩვენს ურთიერთობას ამაგრებს არის ჩვენი მოსახლეობის 70-80%-ის გამოხატული ნება, რომ მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას", - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
თაგები:
ელგუჯა ხოკრიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს