Logo

ელგუჯა ცომაია – ჩემთვის დიდი პატივისცემა იყო, მიხეილ სააკაშვილი ჩემს სახლში რომ იყო

პოლიტიკა
13.01.2022 / 18:24
Frontnews image description

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაია აცხადებს, რომ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვარზე გადმოყვანას დათანხმდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა. 

 

“თქვენც თვლით, რომ დამნაშავე ვარ და მეც ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ როცა სააკაშვილის გადმოყვანას დავთანხმდი, არ ვთვლიდი, რომ დამნაშავე ვიყავი. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მე ეს მანდო”, – განაცხადა ელგუჯა ცომაიამ სასამართლო პროცესზე. 

 

როგორც მან აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, რომ მიხეილ სააკაშვილი მის სახლში იყო.

 

“ჩემთვის დიდი პატივისცემა იყო, მიხეილ სააკაშვილი ჩემს სახლში რომ იყო, ერთ ადგილას, მეორე ადგილას, ჩემი ბავშვების ოთახში რომ ეძინა. აქვე, მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი და პირადად დედამისს. ჩემი ბრალია, რომ ასეთ მდგომაროებაში მოხვდა, მაგრამ რა ვქნათ. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. თქვენ აზრზე არ ხართ, რამდენი პრობლემა მაქვს მე გადატანილი. ჰაერზე არ ვამბობ, ყველა საბუთებით მაქვს. ვერც საგადასახადომ მიშველა, ვერც პოლიციამ, ვერც ძველბიჭებმა, ვერც ვერავინ მიშველა, ერთადერთმა ადამიანმა მითხრა, შევძლებო რაღაც მოქმედებას, ეს იყო გია ლორთქიფანიძე. როგორ არ უნდა ვცე მაგას პატივი“, – განაცხადა ცომაიამ.

 

მესამე პრეზიდენტის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები. 

 

2021 წლის 10 დეკემბერს საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალი წარუდგინეს ასევე – შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს. 

 

სააკაშვილის საქმეები სხვა ბრალდებულების საქმეებისგან გამოყვეს და სასამართლო ცალ-ცალკე ეპიზოდებად განიხილავს.

 

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა 4 თებერვალს გაიმართება. 

Advertisement