ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


ავტორი
Front News საქართველო
ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა მიიღო.
ელგუჯა ცომაიას გამოძიება მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდება უსამართლოა.
მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს თბილისში დააკავა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს