ელინა ვალტონენი - სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება უფრო და უფრო რთულდება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ვითარება უფრო და უფრო რთულდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა.
"სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება უფრო და უფრო რთულდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის.
ევროპა ყოველთვის ხალხის მხარესაა და მხარს უჭერს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ მათ სურვილს. ასე რომ, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.
თაგები:
ელინა ვალტონენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს