Logo

“ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, ამის გამო მადლობელი ვართ და ვერ დამაცდენინებთ მის კრიტიკას”

საზოგადოება
347
Frontnews image description

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია მათ, ვინც აკრიტიკებს, მეტი პატივისცემის გამოჩენას თხოვს. ის პასუხობს ჟურნალისტის კითხვასაც, რომელიც "გირჩის" მიმართ ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება. 

"ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, ჩვენ ამის გამო მადლობლები ვართ, ამიტომ თქვენ მე ვერ დამაცდენინებთ ელისაშვილის კრიტიკას, მაგრამ მოდით ასე შეხედეთ ამ ამბავს: ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც 3 მილიონ ნახევარზე თქვა უარი, საბიუჯეტო დაფინანსებაზე, აქ მოვდივართ სამუშაოდ ისე, რომ გადასახადის გადამხდელის ხელფასს არ ვიღებთ. ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს, რა მიზნებიც თუ განვახორციელეთ, ყველა მოქალაქისთვის კარგი იქნება, მაგრამ ზოგადად ყველა კრიტიკოსს, საიდანაც უნდა იყოს, ახსოვდეს, რომ ჩვენ ამ პარლამენტში, ბევრი სხვისგან განსხვავებით, ხელფასებს, პარტიულ დაფინანსებას არ ვიღებთ, არ ვმონაწილეობთ ისეთ რამეში, რომელიც გადასახადების გადამხდელის ფულის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, მე ყველას ვთხოვ პატივისცემა გამოიჩინონ. ვინც პატივისცემას გამოიჩენს, ჩვენგანაც ექნება ანალოგიური დამოკიდებულება"-განაცხადა ხვიჩიამ. 

"გირჩის" სამმა დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ამასთან, "გირჩი" დღეს პარლამენტში მივიდა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები