
ავტორი
Front News საქართველო
4 მიკროავტობუსი გავიდა ლარსის საბაჟო პუნქტიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით, ავტოსათადარიგო ნაწილებში შენიღბული იყო მიკროჩიპები, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განაცხადა.
“რუსეთ-უკრაინის ომის გამო რეალურად სანქცირებულია რუსეთის მთელი სტრატეგიული და სამხედრო მრეწველობა, უდიდესი დეფიციტი შეიქმნა მიკროჩიპებისა და „პოჩებნიკების“, „ურალვაგონის“, სამხედრო წარმოების ქარხანა გაჩერდა, რადგან არ მიეწოდება მას სათადარიგო ნაწილები.
დაიწყეს ძებნა არხების ამ სათადარიგო ნაწილების რუსეთში შეტანის, მიკროჩიპები შეიძინეს დუბაიში. 4 მიკროავტობუსი გავიდა ლარსის საბაჟო პუნქტიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით, რომელშიც ავტოსათადარიგო ნაწილებში შენიღბული იყო მიკროჩიპები. ეს იყო ე.წ. პრაგონი, საცდელი პარტია, წავიდოდა უსაფრთხოდ თუ არა.
იქნება თუ არა ვლადიკავკაზი ერთადერთიო მიმართულება თუ ცხინვალი და აფხაზეთი ჩაერთვება, ამაზე ინფორმაცია მექნება“ , – განაცხადა ელისო კილაძემ.
მისი თქმით, ეს კონტრაბანდული არხი შეთანხმებულია პოლიტიკური ხელმძღვნელობის დონეზე და სუს-ს ჩარევა აკრძალული აქვს.
კილაძის თქმით, მის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას აქამდე შესაბამისი სამსახურები არ გამოხმაურებიან.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს