ელიტ აკადემიაში პროფესიული გადამზადების I აკრედიტებული სასერტიფიკატო პროგრამა დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
ელიტ აკადემიაში პროფესიული გადამზადების I აკრედიტებული სასერტიფიკატო პროგრამა დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მსმენელებმა შეისწავლეს: საგზაო ორგანიზების სტანდარტები, საკანონმდებლო მოთხოვნები, შრომის უსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო ნორმები და შესაბამისობები.
აკადემიის კურსი - "საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნების სპეციალისტი", საქართველოში პირველად განხორციელდება და მისი გავლა, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. სწავლება მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და მთლიანად ეფუძნებოდა ევროპულ სტანდარტს.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები და სრული ეკიპირება. "ელიტ აკადემიის" სერტიფიცირებულ კურსდამთავრებულებს, ევროპის "მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის" პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
"ელიტ აკადემიის" საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ინტეგრირებულია ბოლონიის პროცესთან, რომლის მიზანია ერთიან ევროპულ სივრცეში განათლების სისტემების დაახლოება და ჩართულია 49 სახელმწიფო.
პროგრამა ხორციელდებოდა განათლების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს სრული მხარდაჭერითა და ზედამხედველობით.
თაგები:
სასერტიფიკატო პროგრამა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს