
ავტორი
Front News საქართველო
“ელიტ ტექნოლოჯს” და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს “ელიტ ტექნოჯოლის” დირექტორმა შოთა გეთიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პარტნიორის მიერ გამოცხადებულ სტაჟირებაში, პრაქტიკებს და სხვა აქტივობებში, ასევე სტუდენტებს ექნებათ პოტენციური შესაძლებლობა დასაქმდნენ პარტნიორ კომპანიაში.
ამასთან, უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას გაუზიაროს საკუთარ სტუდენტებს მათ ხელთ არსებული პარტნიორის ვაკანსიები. თავის მხრივ პარტნიორი იღებს პასუხისმგებლობა უნივერსიტეტს არსებული ვაკანსიები გაუზიაროს.
გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ერთად დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.
თაგები:
მემორანდუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს