
ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ ბელარუსზე, უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე, რომლებიც იმსახურებენ თავიანთი სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას, რადგან ეს ხელს უწყობს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უსაფრთხოება უნდა ავაშენოთ იმ რამდენიმე ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სრული პატივისცემით, რომლებიც ევროკავშირის, ან ნატო-ს წევრები არ არიან, მაგრამ მაინც ამ რეგიონში არიან.
მე ვფიქრობ ბელარუსზე, ვფიქრობ უკრაინაზე, ვფიქრობ საქართველოზე და ვფიქრობ მოლდოვაზე, რომლებიც ჩემი აზრით, არიან სახელმწიფოები, რომლებიც იმსახურებენ თავიანთი სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას, რადგან ეს ხელს უწყობს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
თაგები:
ემანუელ მაკრონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს