
ავტორი
Front News საქართველო
მე ვთვლი, როგორც ნევროპათოლოგი, რომ მისი სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორი მისთვის სასჯელის მოხდისთვის, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა შაჰინ ემანუელ ლახანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სერიოზულად არის ავად.
“ყველაზე მძიმე დიაგნოზია დაუზუსტებელი დემენცია, რომელიც მას აქვს, ასევე, კრუნჩხვები. ასევე, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რაც მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას ართულებს, გარდა ამისა, ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოში მალთაშუა დისკების მხრიდან ზუსრგისტვინის კომპრესია (ზეწოლა).
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრამვული სტრესული აშლილობა და ასევე, მასთან დაკავშირებით, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი არაშეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას”, – განაცხადა ლახანმა.
ამერიკელი ექსპერტის გამოკითხვა დისტანციურად თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს