
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკელი ექსპერტის, ნევროლოგ შაჰინ ემანუელ ლახანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩხვები, რამაც პაციენტი შესაძლოა, უცებად სიკვდილამდე მიიყვანოს.
როგორც ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დისტანციური გამოკითხვისას აღნიშნა, სააკაშვილის სწორი მკურნალობა არ უტარდება და მისი მდგომარეობა სწრაფად მძიმდება.
“სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომელიც ქმნის სიკვდილის საფრთხეს. ამ მხრივ საყურადღებოა კრუნჩხვები, რომელმაც შეიძლება, მიიყვანოს პაციენტი უცებად სიკვდილამდე, თუ არ იქნება სწორი მკურნალობა. ამის საფრთხე არსებობს, რადგან მას არ უტარდება სწორი მკურნალობა.
რაც შეეხება დემენციას, მისი მდგომარეობა მძიმდება სწრაფად, დემენცია იწვევს მის ყოველდღიური აქტივობის დარღვევას, თავის მოვლა, შხაპი და ა.შ. ბოლო 8 თვის განმავლობაში მდგომარეობა მკვეთრად და სწრაფად დამძიმდა, ვინაიდან მას სწორი მკურნალობა არ უტარდება, მისი გამოჯანმრთელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, მკურნალობა არის არაადეკვატური”, – განაცხადა ლახანმა.
მისივე თქმით, როგორც ნევროლოპათოლოგი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორი მისთვის სასჯელის მოხდისთვის.
თაგები:
ემანუელ ლახანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს