ენდრიუ იანი – ტრამპის ფანი არ ვარ, მინდა, რომ ის რაც შეიძლება შორს იყოს თეთრი სახლისგან, მაგრამ ეს ჩხრეკა პოლიტიკურად ჩანს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკელი ბიზნესმენი, ადვოკატი, ლობისტი და პოლიტიკოსი ენდრიუ იანი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.
“ტრამპის ფანი არ ვარ. მინდა, რომ ის რაც შეიძლება შორს იყოს თეთრი სახლისგან, მაგრამ მისი მიმართვის ფუნდამენტური ნაწილი იყო ის, რომ ის კორუმპირებული სამთავრობო წყობის წინააღმდეგ გამოდის. ეს რეიდი აძლიერებს ამ პოზიციას მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებიც ამას უსამართლო დევნად აღიქვამენ.
როგორც ჩანს, ეს სანქცირებული იყო ადგილობრივი მოსამართლის და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კონკრეტული ოფისის მიერ, მთავრობის უმაღლეს დონეზე შეთანხმების ან შეტყობინების გარეშე. მაგრამ არავინ დაიჯერებს ამას და არ განასხვავებს. ეს ალბათ, ბიუროკრატიული მომენტია, მაგრამ პოლიტიკურად ჩანს“, – განაცხადა ენდრიუ იანმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს