ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის მიმდებარედ საინფორმაციო სივრცე გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ენგურის ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა საინფორმაციო სივრცე, სადაც სპეციალური „თაჩპადი“ - ციფრული საინფორმაციო დაფა დამონტაჟდა.
"თაჩპადში“ ინტეგრირებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ. ინოვაციურ სისტემაში ასევე ხელმისწავდომია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები. „თაჩპადის“ გამოყენებისას სრულად არის დაცული მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რადგან სისტემა არ საჭიროებს პერსონალური ინფორმაციის შეყვანას.
„თაჩპადის“ გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად დაესწრო. გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების საქმეში, ასევე ხელს უწყობს მათ ინფორმირებულობასა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაზრდას.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
ოკუპირებული აფხაზეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს