
ავტორი
Front News საქართველო
ენგურის ხიდთან აქცია – “აფხაზეთი საქართველოა” გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ადმინისტრაციულ ხაზთან იყვნენ მისული და ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა და საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას, ოკუპაციას და უკრაინაში ომს აპროტესტებენ.
მათი თქმით, აქციის მიზანი იმ დეზინფორმაციის დანგრევაა, რომლითაც აფხაზურ საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად აღიქვან.
“ჩვენ ახლა ვართ ენგურის ხიდთან, აფხაზეთთან ახლოს და ვატარებთ აქციას, რომლის მოთხოვნაა ჩვენი ერის მშვიდობიანი გაერთიანება. აქ არის ასევე ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია “ამბრა”, რომელიც ასევე მუშაობს ამ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე. ჩვენ გვინდა დავანგრიოთ დეზინფორმაცია, რომლითაც აფხაზურ საზოგადოებას ტვინს ურეცხავენ და არ აძლევენ საშუალებას, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად აღიქვან”, – განაცხადა დაურ ბუავამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს