Logo

ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა

საზოგადოება
519
Frontnews image description

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ეგრეთ წოდებული გადასასვლელი ენგურის ხიდზე, –  ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტოპრიაზე გადმოვიდნენ. 

როგორც ახვლედიანმა განაცხადა, ყოველი მსგავსი ნაბიჯი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ არის მიმართული.

„ეს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას საშუალებას მისცემს (თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს), საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი ცალსახად მისასალმებელია, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ არის მიმართული. საქართველოს ხელისუფლება ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმისა და ბერკეტის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შაუმდგომლობით მაქსიმალურ ძალისმევას ვახოროციელებთ, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება უზრუნველყოფილი ქნას.

რასაკვირველია, გასათვალისწინებელია კოვიდპანდემნიით შექმნილი გარემოება. ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება დაბალანსებული და პრაგმატული მიდგომით ახორციელებს კოვიდპანდემიის მართავს, ისევე როგორც გარკვეული შეზღუდვებბის დაწესებასთან თუ შემსუბუქებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. ამ პრინციპით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსველთათვის საკარანტინო ვადა როგორც მოგეხსენებათ, პირველ თებერვლამდე განისაზღვრებოდა 12 დღის ვადით, ამიერიდან კი ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვბის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი ხუთ დღეს დაყოფენ საკარანტინო სივრცეში. „პისიარ“ ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკარანტინო სივრცე დატოვონ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თაგები:

Advertisement