ენგურში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
მდინარე ენგურში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა მესტიაში, ჭუბერში მოხდა. როგორც ცნობილია, დაღუპულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




