
ავტორი
Front News საქართველო
ენგურის ხიდიდან ოკუპირებულ გალში, საკუთარ სახლში, მდინარე ენგურზე დაღუპული ცოლ-ქმარი გადაასვენეს.
ჯონი გვალიასა და მაყვალა დარსანიას ცხედრებს ენგურს გაღმა ნათესავები დახვდნენ.
ახლობლების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ, გადავიდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში და პატივი მიაგონ გარდაცვლილ ნათესავებს.
გუშინ იგივე გზით, გადაასვენეს 30 წლისა და 60 წლის მამაკაცების ცხედრები. გალის მკვიდრები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ზუგდიდში ცდილობდნენ, რა დროსაც ენგური ადიდდა და დინებამ წაიღო. 7 აპრილს ისინი მდინარე ენგურმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გამორიყა.
მომხდარის გამო 10 აპრილს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს