
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს.
"საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე გადმოსვლას.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ამ ოჯახების
დასახმარებლად.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს