
ავტორი
Front News საქართველო
"ენკას" ხელმძღვანელები დღეიდან, ფართო საინფორმაციო კამპანიის დაწყებას აანონსებენ. ისინი რიონის ხეობის მცველებსაც სასაუბროდ და საკითხების განსახილველად იწვევენ. ხეობაში პროტესტს კი მოსახლეობის არაინფორმირებულობას უკავშირებენ.
"მე მინდა მჯეროდეს, რომ ის პროტესტი, რომელიც ქვეყანაშია, არის გულწრფელი. მე ვფიქრობ, რომ ამ პროტესტს ხელი შეუწყო სწორედ იმან, რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ჩვენმა კომპანიამ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ აქტიური საინფორმაციო კამპანია, თუნდაც დაგვიანებით, მაგრამ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჯეროვნად და სრულად.
ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ამ პროექტს, ჩაერთვნენ ამ დისკუსიებსა და საგნობრივ განხილვებში", – აცხადებს "ენკას" დირექტორი მერაბ ლომინაძე.
"ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა პროექტთან მიმართებაში. ძალიან ბევრი მითი გავრცელდა, შესაბამისად, თქვენ ხედავთ, საჯაროდ რა დონის პროტესტზე წავიდა ეს ყველაფერი, აქედან გამომდინარე, კომპანიას სურვილი აქვს და ამ კამპანიის თავიდან დაწყებაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ადამიანებამდე, ვისაც ნამდვილად აღელვებთ პროექტის განხორციელების კანონიერება და უსაფრთხოება, ამ კატეგორიამდე მივიდეს სწორი ინფორმაცია.
კომპანიას არც ერთხელ არ დაუშვია, რომ შეეწყვიტა პროექტი, ვინაიდან კომპანია ძალიან მყარად არის დარწმუნებული ყველა იმ დოკუმენტთან, რომელიც ზურგს უმაგრებს ამ პროექტის განხორციელებას"-აცხადებს "ენკას" ერთ-ერთი წარმომადგენელი.
რიონის ხეობის მცველები თითქმის 200 დღეა, "ნამახვანჰესის" მშენელობას აპროტესტებენ. ისინი 23 მაისს თბილისში, მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს