ენტონი ბლინკენი – ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, ვიდრე პუტინი არ შეჩერდება, ვიდრე ომი არ დამთავრდება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი შეიძლება, მალე არ დასრულდეს, ამიტომ, აუცილებელია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაგრძელება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ევროპული კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, ეს შეიძლება მალე არ დასრულდეს და ამიტომ, ამ ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ, მხარი უნდა დავუჭიროთ. მათ უნდა დავეყრდნოთ“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, არ შეიძლება მხოლოდ იმ ძალისხმევაზე შეჩერება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებების წინააღმდეგაა მიმართული.
“ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი, ვიდრე ის არ შეჩერდება, ვიდრე ომი არ დამთავრდება, ვიდრე რუსული ძალები არ გავლენ და უკრაინელი ხალხი არ აღადგენს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ბლინკენმა.


ენტონი ბლინკენი – ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ

ევგენი ჟუკოვი – ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს ომი როგორ უნდა, შემდეგ ნატოელები კი არ ჩამოვლენ, ჩვენ ჩავალთ ნატოში და ვასწავლით ომს

მამუკა მდინარაძე – არავის უთქვამს, ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსი არ იქნება, ასეთი სიბინძურე არ უნდა იკადრო, რასაც რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიები აკეთებენ