Logo

ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

მსოფლიო
525
Frontnews image description

ენტონი ფაუჩი მიმდინარე წლის დეკემბერში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის და პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩევლის თანამდებობებს დატოვებს.

 

ფაუჩიმ განაცხადა, რომ 38-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ მზადაა, ორივე თანამდებობა დეკემბერში თავისი კარიერის “შემდეგი თავის გასაგრძელებლად“ დატოვოს. 

 

“ჩემთვის პატივი იყო ამ უწყებისთვის მეხელმძღვანელა“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

 

პრეზიდენტმა ბაიდენმა მას წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

“აშშ უფრო ძლიერი, უფრო გამძლე და ჯანმრთელია მის გამო”, – წერს ბაიდენი.

 

82 წლის ფაუჩი განსაკუთრებით ცნობადი და პოპულარული კორონავირუსის პანდემიის დროს გახდა.

Advertisement