
ავტორი
Front News საქართველო
62 წლის ასაკში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავარი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ქართლში, მარტყოფთან მოხდა.
მეუფე დამიანე, ერისკაცობაში, მამუკა ხუფენია, ბერად 2004 წელს აღიკვეთა, ეპისკოპოსი კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით, 2013 წელს გახდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებულები სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სასმართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თაგები:
ეკლესია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს