
ავტორი
Front News საქართველო
30 ოქტომბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ჩაატარა.
წირვის დროს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა სტიქაროსანი გელა ჭუმბაძე დიაკვნად აკურთხა და უწოდა სახელი გაბრიელი, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა და დალოცა შეკრებილი მრევლი.
წირვას ესწრებოდა ეპარქიაში სტუმრად მყოფი არქიმანდრიტი იოანე (ფერაძე) თრუსოს ხეობიდან.
თაგები:
ეპისკოპოსი მელქისედეკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს