EPP – “ევროპის სახალხო პარტია” ქართველ ხალხს მხარს უჭერს მათ კანონიერ მოთხოვნაში


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპის სახალხო პარტია” ქართველ ხალხს მხარს უჭერს მათ კანონიერ მოთხოვნაში, რომ სწრაფად დააკმაყოფილონ მათი ლეგიტიმური მოთხოვნა არჩევნების სამართლიანობისა და შედეგების თაობაზე, – ამის შესახებ EPP-ის განცხადებაშია აღნიშნული.
“26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას კვლავ ჩამოერთვა ფუნდამენტური თავისუფლებები და უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ძალადობის, ზეწოლის, დაშინების, ხმების მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო მანიპულაციების მეშვეობით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა დემოკრატიული ღირებულებებისგან, კანონის უზენაესობისგან და ევროინტეგრაციის პერსპექტივიდან, რომლისკენაც ისწრაფვის ქართველი ხალხი.
ევროპის სახალხო პარტია ქართველ ხალხს მხარს უჭერს მათ კანონიერ მოთხოვნაში, რომ სწრაფად დააკმაყოფილონ მათი ლეგიტიმური მოთხოვნა არჩევნების სამართლიანობისა და შედეგების თაობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებს ჩაერთონ იმ დარღვევების გამოძიებაში, რომლებზეც ფართოდ საუბრობდნენ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები.
ქართველი ხალხი იმსახურებს თავის ადგილს ევროპის თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყნებს შორის და ვერავინ უნდა წაართვას მათ ევროპული მომავალი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს