Logo

ექიმები რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვენ

საზოგადოება
1521
Frontnews image description

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა საავადმყოფოს შენობის დანგრევის გადაწყვეტილების შეჩერებაა.

 

მათი თქმით, საავადმყოფოს დანგრევის განკარგულება ჯერ კიდევ გასული წლის მარტში იყო გაცემული, თუმცა მედიცინის მუშაკების პროტესტმა შედეგი გამოიღო და განკარგულება გადავადდა. 

 

ექიმები აცხადებენ, რომ მათ წერილით მიმართეს ბიძინა ივანიშვილს დახმარების თხოვნით, რაზეც ზუსტი პასუხი ჯერ არ მიუღიათ და ეჭვობენ, რომ წერილს ივანიშვილამდე არ მიუღწევია.

 

მათივე განცხადებით, პროტესტის მიზანი არა კომპენსაციები, არამედ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისგან გადარჩენაა.

 

“დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს ჯერ კიდევ შარშან, მარტის თვეში. მაგრამ ეს ჩვენი პროტესტის გამო გადავადდა და მაშინ, ფაქტობრივად, აღიარეს თავისი შეცდომა. ამბობდნენ, ექსპერტებს ჩავრთავთ და ასე შემდეგო. ამ დაპირებებით გაიარეს. ახლაც გრძელდებოდა ეს რეჟიმი, მაგრამ მოულოდნელად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რა უძღოდა ამას წინ – ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის მეორე-მესამე დღეს, ამ მომენტით ვისარგებლეთ  და  მივმართეთ მას წერილით,  რომ ჩარეულიყო ამ საქმეში და დაგვხმარებოდა. ოფიციალურად, პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ ვნახეთ მთავრობის ელვისებური რეაქცია,  მოიწვიეს სასწრაფოდ სხდომა,  გაიწვიეს საკითხი და მიიღეს დანგრევის გადაწყვეტილება. იქ გაჟღერდა, რომ სამინისტრომ ბევრი იმუშავა ამ საკითხზე და ასე შემდეგ. შედეგი უნდა გვაჩვენონ. ერთადერთი საექსპორტო დასკვნა არის ფასადის შესახებ. ორი წლის წინ იყო მიცემული შეკვეთა და არ გვაღირსეს. 

 

ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს ჩვენი წერილი არ მისულა ბიძინა ივანიშვილთან. არადა, ჩვენ წერილი ჩავაბარეთ “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში და ვინ დაუმალა ბატონ ბიძინას, არ ვიცი. 

 

კომპენსაციები არის მეათე საკითხი. ეს არ არის ჩვენი მოთხოვნა. უსამართლობას, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებას ნუ იღებენ. ვინც მიიღებს მონაწილეობას რესპუბლიკურის დანგრევაში, შეიძლება მათ შვილიშვილებს მოეთხოვოთ პასუხი ამაზე”, – აცხადებენ რესპუბლიკურის ექიმები.

 

მედიკოსები სამინისტროს მიერ პირობების დარღვევაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ შენობის დანგრევის გადაწყვეტილება მათ ტელევიზიებიდან შეიტყვეს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები