ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლომდე ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.
დღევანდელ სასამართლო პროცესს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სურვილის მიუხედავად ვერ დაესწრება.
სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომდე ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ აძლევს.
წერილს ასევე თან ახლავს სააკაშვილის მინაწერი: “მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს”.
დღევანდელ სხდომაზე ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი გამოიკითხება, რითაც უცხოელი ექსპერტების გამოკითხვა დასრულდება.
სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციური პოლიტიკოსები არიან შეკრებილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს