
ავტორი
Front News საქართველო
“ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგი გიორგი კვიცინაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.
“დინამიკაში მისი მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღენიშნებოდა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე გეგმურად სძინავს საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე. კვლევებში თავის ტვინის რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები ამ ეტაპზე არ აღენიშნება. გრძელდება მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა, რაც მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, როგორ იქნება“, – განაცხადა გიორგი კვიცინიძემ.
რაც შეეხება ბავშვის უცხოეთში ტრანსპორტირებას, ექიმის განცხადებით, ტრანსპორტირებისას იქმნება გარკვეული რისკები, რადგან ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირება არ არის გამორიცხული.
თაგები:
ვაკის პარკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს