
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერის განცხადებაში დავინახეთ ის რისი დანახვაც გვინდოდა. შესაბამისად გვაქვს იმედი და რეალურად გვჯერა, რომ ნელ-ნელა ეს პროცესი ბატონ პრემიერის განცხადებას გაყვება და ჩვენთვის სასარგებლო მიმართულებებს მიიღებს, – ამის შესახებ ექიმმა გივი პისარევმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს აპროტესტებს.
მისი თქმით, პრემიერის განცხადება სრულიად განსხვავდება ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებისგან.
“პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენს კლინიკაში მუშაობენ დამსახურებული ადამიანები და აუცილებლად გადაწყვეტილება უნდა იყოს კოლექტივთან შეთანხმებით და კოლექტივის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ჩვენი აღქმით არის სრულიად განსხვავებული პოზიციაა ვიდრე აქ თუნდაც დღევანდელ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში“, – განაცხადა გივი პისარევმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს