ექიმი ჯეიმს კობი – ვფიქრობ, მთავრობას არ უნდა ვნახო ისეთი რამე, რასაც მე პაციენტთან შესვლისას ვიხილავ

ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, მთავრობას არ უნდა ვნახო ისეთი რამე, რასაც მე პაციენტთან შესვლისას ვიხილავ, – ამის შესახებ ამერიკელმა ნობელიანტმა ექიმმა ჯეიმს კობიმ კლინიკა “ვივამედთან” განაცხადა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას მეხუთე დღეა, უშედეგოდ ელოდება.
ექიმის თქმით, მთავრობა მის შესახებ ინფორმაციას უკვე 8 კვირაა, განიხილავს.
“აქ ვარ უკვე 5 დღეა, 8 კვირაა უკვე, რაც საქართველოს მთავრობას ჩემა შესახებ ინფორმაცია მიღებული აქვს და 8 კვირის განმავლობაში განიხილავენ ამას.
ჩემი სპეციალიზაციაა ტრავმის, წამებისა და მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება. ასობით ადამიანისთვის მაქვს დიაგნოზი დასმული. ის რომ პაციენტი ვერ ვნახე, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას არ უნდა, რომ პაციენტი ვნახო.
ვფიქრობ, მთავრობას არ უნდა ვნახო ისეთი რამე, რასაც პაციენტთან შესვლისას ვიხილავ. როგორ ხედავთ, ჩვენ ველოდებით“, – განაცხადა ექიმმა კობიმ.
ექიმი კობი საქართველოს ხვალ დილით დატოვებს.
თაგები:
ჯეიმს კობი




