
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალიექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის შემდეგ, გუშინ სააკაშვილს კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდა და ყველა მონაცემი ნორმაშია.
“სასამართლო პროცესის შემდეგ, გუშინ ჩატარდა კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები და ანალიზები ნორმაშია. პაციენტი იყო ძალიან დაღლილი და დაისვენა. დღეს დილას აღენიშნებოდა პატარა სისუსტე.
რაც შეეხება კვების რაციონს, გადავედით პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე. დღეს არის 30 ნოემბერი და ორ დეკემბრამდე კიდევ არის დრო. ამაზე უკვე მერე ვილაპარაკოთ. მკურნალობა მიდის სრული სპექტრით. ყველა მონაცემი ნორმაშია. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია და რეანიმაციულ ჩარევას არ საჭიროებს. უბრალოდ, კონტრაქტი გვქონდა რეანიმატოლოგებთან და ჯერჯერობით ჩვენთან არიან. კონსილიუმის წევრები მოდიან, გვაქვს ყოველდღიური კავშირი“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს