Logo

ექიმის ინფორმაციით, 21 წლის ალექსანდრე თირქიას მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა და მძიმე რჩება

საზოგადოება
1499
Frontnews image description

სამკურნალო ძილიდან გამოსვლის პროცედურა უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ამ წინსვლის შემადგენელი ერთ-ერთ ნაწილია პაციენტის მოხსნა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა, პაციენტი საკმაოდ საყურადღებოა.

“სამკურნალო ძილიდან გამოსვლის პროცედურა უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ამ წინსვლის შემადგენელი ერთ-ერთ ნაწილია პაციენტის მოხსნა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ძილიდან გამოსვლის ეტაპი წარმატებით მიდის. უკვე მოხერხდა მასთან გარკვეული ტიპის კონტაქტის დამყარება, ასრულებს მარტივ მითითებებს, ეს ამ ეტაპისთვის ითვლება საკმაოდ დიდ მიღწევად. თუმცა პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა და მძიმე რჩება. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მოხდეს მოსალოდნელი გართულებების პრევენცია, რაც ასეთი ტიპის ტრავმას და პოსტოპერაციულ პერიოდს ახასიათებს”, – განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

საპროტესტო აქციის დროს 21 წლის ალექსანდრე თირქია მძიმედ დაშავდა. მოქალაქეს რამდენიმე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია.

Advertisement