ექიმის ინფორმაციით, 22 წლის ბიჭთან დაკავშირებით მედიკამენტოზური ძილი გრძელდება, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია


ავტორი
Front News საქართველო
22 წლის ბიჭთან დაკავშირებით გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ნინო ხარაიშვილმა დაზარალებული აქტივისტის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება.
“22 წლის ბიჭთან დაკავშირებით გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.
საპროტესტო აქციის დროს 22 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა. მოქალაქეს რამდენიმე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია.
თაგები:
ინგოროყვას კლინიკა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს