ექიმის თქმით, დავით ქაცარავას მოტეხილი აქვს ყვრიმალის ძვალი და ზედა ყბის ძვლები


ავტორი
Front News საქართველო
ექიმის თქმით, დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა და კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება.
“პაციენტი შემოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრამა და ნანახი იქნა, მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები, გაკეთდა ოპერაცია, ყველაფერი რიგზეა, გონებაზე იყო პაციენტი და ახლაც დამთავრდა ოპერაცია და ყველაფერი რიგზეა.
ცოტა ხანი დარჩება სტაციონარში ალბათ ორი, სამი დღე მაქსიმუმ და შემდეგ გაეწერება სახლში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხედავს ჩვეულებრივად, მხედველობა არის, უბრალოდ შეშუპებულია და მეტი არაფერი. ტრავმის გამო, ყვრიმალის და ზედა ყბის მოტეხილობა იყო”, – განაცხადა ექიმმა.
ქაცარავა რუსთაველის გამზირზე დააკავეს და სასტიკად სცემეს. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
თაგები:
დავით ქაცარავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს